სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მანავის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა აკადემიური წელი საინტერესო ღონისძიებით შეაჯამეს
13-06-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში, IIIბ კლასის აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება 9 ივნისს, კლასის დამრიგებლის ხათუნა ქევხიშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო.

სკოლაში აღნიშნეს, რომ ასეთ ღონისძიებებზე უკეთ წარმოჩინდება მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები, სადაც მასწავლებელი ხელს უწყობს შეიქმნას ისეთი პოზიტიური და ემოციური ფონი, სადაც თითოეული მოსწავლე თავისი შემოქმედებითი უნარის რეალიზებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ღია სპორტულ მოედანზე მასწავლებლებსა და მშობლებს IIIბ კლასის მოსწავლეებმა სიმღერები და ლექსები წარუდგინეს, დიდი ხალისით სპორტული შეჯიბრი მოაწყვეს, სადაც კლასის ორი გუნდი „ავაზები“ და „ლომები“ ერთმანეთს სპორტულ აქტივობებსა და თამაშებში შეეჯიბრნენ.

ღონისძიებაზე იუმორისტული ნომრებიც იყო, რამაც წარმოდგენა მხიარულ ზეიმად გადააქცია, გულშემატკივრების შეძახილებმა კი - მეტად ამაღელვებელი გარემო შექმნა.

ღონისძიების ბოლოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებსაც გადაეცათ სიმბოლური სიგელები.

მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მათ მშობლებს აკადემიურ თუ კლასგარეშე აქტივობებში წარმატებებისთვის, გუნდური მუშაობისთვის და ერთმანეთის მხარდაჭერისთვის.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება