სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბევრი ბედნიერი წამი შევაგროვეთ“ - ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ
13-06-2023
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ინტერესითა და მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ „იდეატორთა კლუბში“ მონაწილეობდნენ. 

როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, ეს პროექტი მათთვის ახალი გამოწვევა იყო, რაზეც მონდომებით მუშაობდნენ.

მათთვის ეს საინტერესო თავგადასავალი იყო, რომელსაც თავი შესანიშნავად გაართვეს.

„პირველ რიგში გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს ვისი წყალობითაც დაიწყო ეს საინტერესო თავგადასავალი. თავდაპირველად ძალიან დაბნეულები და ცოტათი შეშინებულები ვიყავით, არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენთვის უცხო ნამდვილად არაა გუნდური მუშაობა, თუმცა „იდეატორთა კლუბი“ სულ სხვანაირი გამოწვევა აღმოჩნდა“, - აღნიშნავენ მოსწავლეები.

მოსწავლეებს პროექტის შესახებ პირველი წარმოდგენა გაცნობითი სახის შეხვედრით შეექმნათ, რომელიც სკოლაში ჩატარდა.

„პირველი წარმოდგენა მას შემდეგ შეგვექმნა, როცა ჩვენს სკოლას სტუდენტები ეწვივნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა, გავიგეთ მათი სახელები, მოვუყევით ჩვენს ემოციებზე, სურვილებსა და მოლოდინებზე. გავიგეთ რომ ჩვენი ბიზნეს სექტორი „კერკი“ იქნებოდა. ჩვენი სურვილი და თხოვნა იყო ჯერ ქარხანაში მივსულიყავით. ძალიან გვაინტერესებდა რა ხდებოდა იქ. შესაბამისად დაიგეგმა საინტერესო მოგზაურობა ქარხანაში: სადაც გავეცანით და დავინახეთ როგორ გზას გადიოდა ხილი და როგორ მზადდებოდა უგემრიელესი ჩირი“, - გვიყვებიან ბავშვები.

ქარხნიდან დაბრუნების შემდეგ კი მათი თქმით,  მეტი იდეა გაუჩნდათ.

მოსწავლეებმა სამუშაო განრიგი შეადგინეს.

„ვცდილობდით გვეფიქრა, როგორი ჩირი მოგვეწონებოდა ან შეფუთვა როგორი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ გვინდოდა ჩვენი ხელით შეგვეფუთა და გაგვეკეთებინა დეკორაციები. შევფუთეთ როგორც სახლში დამზადებული ჩირი, ასევე ქარხნის ჩირი. თითოეულს გავუკეთეთ წარწერები. დეკორაციის კეთების პროცესიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ბევრი ბედნიერი წამი შევაგროვეთ. მუშაობის პროცესში დავახლოვდით სხვა მოსწავლეებთან, ვითვალისწინებდით ერთმანეთის აზრს, ვეხმარებოდით სხვადასხვა დეტალში და შევქმენით ის, რაც გვსურდა“, - ამბობენ მოსწავლეები.

მათი ნამუშევრის პრეზენტაცია ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

როგორც ბავშვები გვიყვებიან, მათ შემდეგე სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი იმისა, რომ მონაწილეობა მიეღოთ მსგავს პროექტებში.

„ჩვენი სკოლა პატარაა, სადაც ყველაფერი კარგი მარტივად ვრცელდება, ჩვენი საქმიანობის დროს ბევრმა გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო მსგავს პროექტებში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოლოდინები გამართლდა და სურვილი გაგვიჩინა მსგავს საინტერესო პროექტებში კვლავ მივიღოთ მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა აღნიშნული შესაძლებლობისთვის ყველას!“, - აღნიშნავენ მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება