სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რცხმელურის საჯარო სკოლამ შთამბეჭდავ ღონისძიებაზე ხოჯორნის საჯარო სკოლას უმასპინძლა 
13-06-2023
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება - „ჩემი საქართველო აქ არის“ გაიმართა.

ღონისძიებაზე საფუძველი ჩაეყარა ორი სკოლის მეგობრობას. რცხმელურის სკოლამ უმასპინძლა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის ეთნიკურად სომეხ მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ მიწვეულმა მოსწავლეებმა, ქართულად ლექსები წაიკითხეს. მათ გვერდს უმშვენებდათ სკოლის დირექტორი რიმა გარიბიანი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი მარგიანი. 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული, საპატიო სტუმრები: კომპოზიტორი ნუკრი კარკაძე, პოეტი მარიამ კოზმანიშვილი, განათლების სამინისტროს ექსპერტი, მენტორი როლანდ ხოჯანაშვილი.       

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა შესანიშნავად შეასრულეს მოწვეული სტუმრების კომპოზიციები და დამსწრე საზოგადოება პოეზიით დაატკბეს.  

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ასევე ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით პირველი, ლენტეხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ქარდავა,  საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მაია კობახიძე და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

ღონისძიება აქტივობებით დატვირთული და საინტერესო გამოვიდა.

ღონისძიების ორგანიზატორი რცხმელურის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი იზა ჩაკვეტაძე გახლდათ.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება