| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროექტებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
მე-7ა კლასმა დაასრულა გაკვეთილი-პროექტი - „ოტია იოსელიანის ცხოვრება და შემოქმედება“.
პროექტის ბოლო აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. მოსწავლეები ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ და დიდი მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ნაკლებად ცნობილი დეტალები შეიტყვეს.
მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნატალია შოთაძის თქმით, ამ დღის შთაბეჭდილებები ბავშვების მეხსიერებაში დიდხანს დარჩება.
„მოვინახულეთ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი, გავიცანით შესანიშნავი ოჯახის წევრები, რომლებიც საინტერესოდ გვაცნობდნენ დიდი ხელოვანის ცხოვრებას, ოტიას აივანზე გავიხსენეთ ლექსები, ფრთიანი ფრაზები, ძალზედ კმაყოფილები დავრჩით, განსაკუთრებით ბავშვები, თითოეულ ნივთს სათუთად ათვალიერებდნენ, მადლობა კლასის დამრიგებელს: ხათუნა უსტიაშვილსა და მშობლებს ამ შესანიშნავი დღის შთაბეჭდილებები დიდხანს დარჩება ბავშვების მეხსიერებაში“,- აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნატალია შოთაძე.
მე-7ა კლასის დამრიგებელი ხათუნა უსტიაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა