სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N7 სკოლის მოსწავლე მარიამ კაპანაძემ მასშტაბურ ლიტერატურულ კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა
13-06-2023
-
+


ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ კაპანაძემ ლიტერატურულ კონკურსში - „ვწერ თავისუფალ თემას“ წარმატება მოიპოვა. 

კონკურსში მონაწილეობდა 1350 მოსწავლე. ფინალურ ეტაპზე გამოიკვეთა 42 ნაშრომი. ეს ესეები მოხვდება 2023 წლის კრებულში სახელწოდებით - „ვწერ თავისუფალ თემას“.  

თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში, გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი და სეუ-ს დამფუძვნებელი და რექტორი ბატონი გია კავთელიშვილი.  

42-ვე კონკურსანტს გადაეცა საჩუქრები, ხოლო პირველი-მესამე ადგილებზე გასულები საჩუქრებთან ერთად დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით.  

პირველი - მეორე ადგილი დედაქალაქის მკვიდრებს ხვდათ წილად, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ კაპანაძე (მასწავლებელი ნანა გიორგაძე).  

მარიამს საჩუქრებთან ერთად გადაეცა ფულადი ჯილდო 600 ლარი, ხოლო მისი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა გიორგაძე დაჯილდოვდა 500 ლარით, სხვა საჩუქრებთან ერთად.  

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მიღწეულს სიხარულით ულოცავენ. 

„მე-7 საჯარო სკოლა ულოცავს მარიამ კაპანაძეს ღირსეულ გამარჯვებას! ასევე მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ნანა გიორგაძეს, გაწეული შრომისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება