სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გარემოს დაცვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
12-06-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალსა და მათ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა საბუნებისმეტყველო საგნების ხარისხიან სწავლებას. საგნის - „ჩვენი გარემოს“ შესწავლაში მნიშვნელოვანი როლი ეკოლოგიის საკითხებს უჭირავს.

მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ერთვებიან სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებში. კერძოდ, ამჯერად, ისინი გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, რისთვისაც სიგელები გადაეცათ. 

მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნის პედაგოგების - მზია თათარაშვილის, ნათია ხუჭუას, თეონა ბაიაშვილის, მარი დავითიძის, მარი მჟავიას, კლარა ღურწკაიას, ჩართულობითა და უშუალო მითითებით, სხვადასხვა პროდუქტი შექმნეს და თემატური აქტივობები გამართეს.

მოსწავლეებმა პლაკატების, ბუკლეტების, კომიქსების, მაკეტებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს. გარდა ამისა, „მოლაპარაკე მაისურები საკუთარი სლოგანით“ შექმნეს და დარგეს ხე.

როგორც სკოლაში ამბობენ, ეს აქტივობა ინტეგრირებული გაკვეთილების გაერთიანების მოდელია, რომელიც აერთიანებს სამ საგანს: ბუნება, ინგლისური და სახვითი ხელოვნება.

„მსგავსი აქტივობა და მათი შექმნილი პროდუქტები მოზარდებს ეხმარებათ რეალური ეკოლოგიური პრობლემების გააზრებასა და მათი დაძლევის სხვდასხვა ხერხების შემუშავებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება