| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეები, საბუნებისმეტყველო საგნების კათედრის მასწავლებლებთან ერთად, ბუნებაში იმყოფებოდნენ, მათ ლაშქრობა მოაწყვეს.
აქტივობის მიზანი, ბუნების მიმართ, მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გაცნობიერება და გარემოს მდგრადი განვითარების, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში მათი აქტიური ჩართვა იყო.
მოსწავლეებმა ლაშქრობაზე დრო ძალიან ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და აღნიშნულ თემაზე კედლის გაზეთს გამოუშვებენ.
„ჩვენი სოფლის შფოთიანი წარსულის მიზეზის, „ნიგზარა“ მთის დასალაშქრად წავედით. ჩვენი სოფელი მთებითაა გარშემორტყმული. წლების წინ, მოსახლეობისთვის წვიმის მოსვლა დიდ საშიშროებას წარმოადგენდა, რადგან „ნიგზარა“ მთიდან უზარმაზარი მთის ლოდები მოჰქონდა და ყველაფერს ანადგურებდა, ინგრეოდა სახლები, იხოცებოდა პირუტყვი, უფროსი თაობის ადამიანებისგან ვიცით, რომ უეცრად მოვარდნილმა წყლის ნაკადმა სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელიც არაყს ხდიდა და წვიმას არ შეუშინდა, დაახრჩო.
მიზეზი ნიგვზარა მთაზე ხეების მოჭრა და ყანების დამუშავება იყო, მოსწავლეებმა ნახეს ქვის ლოდები, რომელიც ღელის კალაპოტში ახლაც არის შემორჩენილი, გაიფართოვეს ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა ხრამების, მეწყერების და სხვა ბუნებრივი კატასტროფების შესახებ, რაც ადამიანის უპასუხისმგებლობით და დაუდევრობითაც არის გამოწვეული.
ლაშქრობა „ნიგვზარა“ მთაზე შთამბეჭდავი და საინტერესო გამოვიდა, გადავიღეთ სამახოვრო ფოტოები, მოსწავლეები მუშაობენ კედლის გაზეთის გამოშვებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა