სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ავრანლოს საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
12-06-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება მოეწყო.

ღონისძიება 8 ივნისს, დღის 13:00 საათიდან 15:00 საათის ჩათვლით მიმდინარეობდა.

პროექტის - „წარსულის კვალდაკვალ“, შემაჯამებელი ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში კულტურული ძეგლების დაცვის მიმართ ცნობიერების ამაღლებას და დაკავშირებული იყო ეროვნული სასწავლო გეგმის საზოგადოებრივი მეცნიერების სამიზნე ცნებასთან.

აღსანიშნავია, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სასკოლო პროექტის იდეა წამოვიდა მოსწავლეებისგან და მთლიანად ორიენტირებული იყო მოსწავლეთა პროგრესზე.

სასკოლო პროექტი დაიგეგმა შემდეგი ეტაპების გათვალისწინებით:

  •  პრობლემის იდენტიფიცირება;
  • მიზნისა და ამოცანის განსაზღვრა;
  • ინდიკატორებისა და მონიტორინგის გზების შემუშავება;
  • პროექტის ბენეფიციარებისა და ჩართული მხარეების განსაზღვრა;
  • რისკების შეფასება;
  • SWOT-ანალიზი;
  • სამოქმედო გეგმის შედგენა;
  • პროექტის ბიუჯეტის შედგენა;
  • პროექტის შეფასება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაციების წარმოდგენის შემდეგ ყველა მოსწავლეს სიგელი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა.

სასკოლო პროექტის განხორციელების გზაზე ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობდნენ საგნობრივი კათედრები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციას წევრები და სკოლის დირექცია.

პროექტის განხორციელებას ფასილიტაციას უწევდა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინდირა დიასამიძე, ხოლო თანაფასილიტატორი ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებლები - მარგალიტა კახაძე, ნონა იაკობაძე და გეოგრაფიის მასწავლებელი, ანტონინა ჯაყელიძე გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღის მეორე ნახევარში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განხორციელებული მეორე პროექტის - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“, დასკვნითი ღონისძიება მოეწყო. 

ღონისძიებაზე გაიმართა „მხიარული სტარტები“ წინასწარ დაგეგმილი თამაშების მიხედვით.

აღნიშნული აქტივობის მიზანს წარმოადგენდა მოზარდ თაობაში სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოზარდი თაობის ცნობიერებაში ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, თვითრეალიზებაში დახმარება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების „მხიარული სტარტების“ თამაშებში მონაწილეობის ხელშეწყობა და შესაბამისი პირობების მომზადება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა, რამდენიმე აქტივობა ჩაატარეს.

XI კლასის მოსწავლეებმა საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლი შექმნეს და მოუწოდეს თანატოლებს, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

X კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „თვალი და მხედველობა“, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ სოფლის ოჯახის ექიმი, ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლები, მათ მოსწავლეებს უპასუხეს კითხვებზე და მისცეს სასარგებლო რჩევები.

სასკოლო პროექტის ფარგლებში VIII კლასის მოსწავლეებმა ჩაწერეს საინფორმაციო ტიპის ვიდეოები, სადაც ყურადღება გაამახვილეს ჯანსაღი ცხოვრებისათვის აუცილებელ რამდენიმე ასპექტზე.

აღსანიშნავია, რომ „მხიარული სტარტების“ დაწყებამდე შეირჩა ჟიური. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მშობლები და მასწავლებლები.

ჟიურიმ დაადგინა ქულები თითოეული სახის თამაშობები და „მხიარულის სტარტების“ შეჯიბრში შემდეგი თამაშობები შეიტანა:

1.ფეხმარდები;
2. სირბილი ტომრებით;
3.ბურთის მიზანში ტყორცნა;
4. ბაგირის გადაძალვა;
5.ვინ დაასწრებს.

მოსწავლეების რაოდენობა გაიყო დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მიხედვით ორ-ორ ჯგუფად. თითო ჯგუფში იყო 10-10 მოსწავლე.

თავდაპირველად ერთმანეთს შეეჯიბრენ საშუალო საფეხურის მოსწავლეები, შემდეგ საბაზო საფეხურის მოსწავლეები და ბოლოს, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ „მხიარულმა სტარტებმა“, მართლაც მხიარულად ჩაიარა, მოსწავლეების მონდომება და ემოციები გადამდები იყო დამსწრე საზოგადოებისა და ჟიურის წევრებისთვის.

აღნიშნული პროექტის განხორციელებას ფასილიტაციას დაწყებითი კლასის მასწავლებელი მაკა ძირკვაძე უწევდა, ხოლო თანაფასილიტაციას - ისტორიის მასწავლებელი, დათო ანთაძე, ავრანლოს საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, დარეჯან ანთაძე, დაწყებითი კლასის მასწავლებლები - ნარგიზ ხოზრევანიძე, თამუნა გობაძე, დალი მელაძე, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - ირმა ივანაძე, მათემატიკის მასწავლებელი - ნუგზარ გობაძე და სპორტის მასწავლებელი - მერაბ ხუციშვილი.

„დიდი მადლობა „ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში“ განხორციელებული პროექტების - „წარსულის კვალდაკვალ“ და „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“, ფასილიტატორებს და თანაფასილიტატორებს.
განსაკუთრებული მადლობა უსაყვარლეს მოსწავლეებს. სწორედ, რომ მათი დამსახურებაა ჩვენი სკოლის ცნობადობის ამაღლება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება