სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აბულის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
12-06-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღებიც. რასაკვირველია, გამონაკლისი არც 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოფილა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებელ მელინე ხოცანიანის ხელმძღვანელობით, ხელნაწერების კონკურსი გამართეს. მათი დაწერილი ტექსტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხებოდა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლეც, რომელსაც სიგელი გადაეცა. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება