| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ ყოველთვის გამორჩეული პროექტები თუ ღონისძიებები იმართება.
„მილენიუმი“ საქართველოს კიდევ ოთხი ქალაქის - გორის, ბოლნისის, ქუთაისისა და ბათუმის კერძო სკოლებთან - „დავითიანთან“, „მომავლის სკოლსთან“, „მეცნიერებათა სკოლასთან“, „სკოლა ეისთან“, „თამარიონსა“ და „მერმისთან“ ერთად უპრეცენდენტო პროექტს ახორციელებს.
აღნიშნული პროექტი ამ ქალაქთა კერძო სკოლების დამეგობრებას, თანამშრომლობასა და კოორდინირებულ მოქმედებას ისახავს მიზნად. პროექტი ითვალისწინებს მონაწილე სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებს, ერთობლივი კონკურსების, კონფერენციების, ოლიმპიადების მოწყობას, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას და სხვა.
ბოლნისის სკოლა „დავითიანის“ მიერ „მილენიუმში“ ჩატარებული სპექტაკლი ამ პროექტის ერთ-ერთი ღონისძიება იყო.
„სიცოცხლემისჯილნი“, თავდაპირველად, გორში, ჩვენი პარტნიორი სკოლის, „თამარიონის“, დღეებზე ვიხილეთ. სწორედ იქ გაფორმდა ჩვენი სკოლების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ბოლნისელი ნორჩი მსახიობების რუსთავში ვიზიტიც გადაწყდა. სპექტაკლი აფხაზეთის ომის თემატიკას ეძღვნებოდა. მოქმედება ვითარდება თავშესაფარში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები იყრიდნენ თავს ომის დროს, ნაჩვენებია თითოეული ადამიანის პირადი ტრაგედია.
ჩვენს პროექტს მშვენიერი ამ სპექტაკლით ჩაეყარა საფუძველი. იმედია, ის კიდევ უფრო მშვენიერი და სასარგებლო ღონისძიებებით განვითარდება“,- ამბობენ „მილენიუმში“.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა