სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა კონფერენცია ჩატარდა
12-06-2023
-
+


ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში, სკოლის ადმინისტრაციისა და დარგობრივი კათედრების აქტიური მხარდაჭერით, მასწავლებელთა სასკოლო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია 8 ივნისს, გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა, სწავლა-სწავლების თანამედროვე პრინციპებისა და გამოწვევების თვალსაზრისით, პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, თანამედროვე თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო კულტურის გაძლიერებას.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე წარდგენილი იყო 14 პედაგოგის პირადი გამოცდილება, სხვადასხვა კუთხით წარმოჩენილი, გააზრებული და გაზიარებული. მათ განსხვავებული რაკურსით ისაუბრეს ერთსა და იმავე თემატიკაზე ისაუბრეს.

პედაგოგებმა:

• მსმენელები ამოგზაურეს, მოსწავლეებთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ გავლილი კომპლექსური დავალებების ლაბირინთებში;

• თავი მოუყარეს საგაკვეთილო პროცესში გამოყენებულ ყველა სასწავლო რესურსს;

• საფუძვლიანად განმარტეს პროექტული სწავლების დანერგვის მნიშვნელობა საშუალო საფეხურზე;

• ხაზი გაუსვეს ინოვაციური მიდგომის გამოყენების დინამიურობას სასწავლო პროცესში;

• ისაუბრეს STEAM საგნების პრიორიტეტულობაზე…

მასწავლებლებმა, საკუთარი თვალით დანახული მიღწევები და გამოწვევები წარადგინეს, პრობლემები გამოკვეთეს და სამომავლო მიზნები დასახეს.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობდნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან, ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდნენ  ქალაქის სხვადასხვა სკოლის დირექტორები.

კონფერენციას მოდერატორობას უწევდა, როგორც სკოლაში უწოდებენ -  სკოლის უცვლელი მეგობარი, კოლეგა, ფრანგული ენის მენტორ-მასწავლებელი, საქართველოს მასწავლებელთა სახლის ტრენერ-კონსულტანტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სერტიფიცირებული სპეციალისტი კახაბერ ფარცვანია.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში, STEAM კლუბში ჩართულმა მოსწავლეებმა, ფასილიტატორ პედაგოგებთან ერთად, სამთვიანი ერთობლივი მუშაობის შედეგი წარადგინეს, რამდენიმე პროექტის სახით. მათ შორის, დამსწრეთა განსაკუთრებული ყურადღება და აღფრთოვანება დაიმსახურა ერთ-ერთმა პროექტმა - „ჭკვიანი ქალაქის“ მაკეტი.

აღსანიშნავია, რომ დასასრულს, N5 საჯარო სკოლის დირექტორმა, დოდო ცქვიტაიამ, კონფერენციის მონაწილე პედაგოგებსა და მოსწავლეებს, სერტიფიკატები გადასცა და მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება