სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები გარემოსდაცვით სამიტზე საინტერესო თემით წარდგნენ
12-06-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში ეკოკლუბი წარმატებით მუშაობს. მისი წევრები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი „აჭარის წყლის ალიანსის“ ორგანიზებულ გარემოსდაცვითი სამიტის ნახევარფინალში მონაწილეობდნენ, სადაც პრეზენტაციის სახით თემა: „კლიმატის ცვლილება და წყალი“ წარადგინეს.

აღნიშნული ნახევარფინალი 30 მაისს ხულოს სკოლის ეკოკლუბებს შორის ჩატარდა.

„მოსწავლეებმა, დროის, რეგლამენტისა და ფინალში მოსახვედრად ყველა მოთხოვნის დაცვით, ისაუბრეს თემის შესახებ და პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა თავიანთი ხელით შექმნილი ნახატები წარუდგინეს საზოგადოებას.

მათ ასევე შექმნეს ბანერი, სადაც თავიანთი აქტივობის ამსახველი ფოტოები გამოფინეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

„ფინალში ვერ მოვხდით, თუმცა ხანდახან ღირსეული დამარცხება, გამარჯვებაზე მეტია! სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ეკოკლუბის თითოეულ წევრს, ხელმძღვანელს - ნინო შაინიძეს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის და შემდგომ წარმატებას უსურვებს მათ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავს პროექტებსა და აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობას სკოლა ყოველთვის ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება