სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ასპინძის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
12-06-2023
-
+


დაბა ასპინძის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.  

ამასთან დაკავშირებით, კლასის დამრიგებლების - ეკა ველიჯანაშვილისა და ლალი პაპიტაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე პატარებმა იაკობ გოგებაშვილის უკვდავ „დედაენას“ ხოტბა შეასხეს. მათ ლექსით, სიმღერითა და ცეკვით სამშობლოსა და მშობლიური ენის სიყვარული გადმოსცეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.

ღონისძიება მუსიკალურად მუსიკის მასწავლებლებმა - ნინო მაისურაძემ და ფიქრია გოგიშვილმა გააფორმეს. მოსწავლეთა ჩართულობაზე კი სპეცმასწავლებლებმა - ნინო მურადაშვილმა და ელისო ფეიქრიშვილმა იზრუნეს. 

„შთამბეჭდავი იყო ულამაზესად მორთული დარბაზი და მოსწავლეთა ჩაცმულობა, რომელიც თემატურად ერწყმოდა ღონისძიებას. აღსანიშნავია, მშობელთა ჩართულობა, რისთვისაც კლასის დამრიგებლები დიდ მადლობას უხდიან მათ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება