სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნისა და ცოდნისკარის საჯარო სკოლების მოსწავლეები სამდღიან ვებინარში მონაწილეობდნენ, რომელიც წარმატებით შეაჯამეს
12-06-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნისა და ცოდნისკარის საჯარო სკოლების მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან, ისინი სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი სამდღიან ვებინარში მონაწილეობდნენ, რომელიც შემაჯამებელი შეხვდრით დამთავრდა.

ვარდისუბნის საჯარო სკოლის ტექნოკლუბის მოსწავლეებმა გურჯაანის ტექნოპარკში გამართულ სასკოლო კონკურში - „ერთად შევქმნათ სახალისო თამაშები“ წარმატებით იასპარეზეს. კონკურს კი წინ უძღოდა სამდღიანი ვებინარი ამ მიმართულებით, რომელსაც სასკოლო განათლებაში ტექნოლოგიების დოქტორი - დავით ნოზაძე უძღვებოდა.

მასში სკოლის ორი გუნდი, კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგის - ხათუნი ასანიძის მენტორობით, მონაწილეობდა. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გააატარეს. შედეგად, მასშტაბურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი ამირან მაჭარაშვილისა და ნიკა ობოლაძის გუნდმა დაიკვა. 

აღსანიშნავია, რომ ეს მოსწავლეები რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვებიან, რომელიც თურქეთში გაიმართება. 

„გუნდის წევრებს - ნიკა შალიკაშვილს და გიორგი მაჭარაშვილს ვუსურვებთ შემდგომში კვლავ წარმატებას, ეს მიღებული შედეგები მეტი სტიმულის მომცემია. შექმნილ ინოვაციურ თამაშს, რომელიც საგანმანათლებოა და გამორჩეულად საინტერესოა, ვაჩვენებთ სასკოლო სივრცეში ჩვენს მოსწავლეებს.  მიხარიხართ და მეამაყებით, ბავშვებო, უამრავი წარმატება გქონდეთ მომავალშიც!მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერს - ბატონ ჯონდო მდივნიშვილს, მასზედ რომ სამივე დღის ტრანსპორტირება დაფინანსებულია მერიისაგან, ეს კი დიდი  ხელშეწყობაა რომ მეტი გაიგონ და განვითარდნენ ჩვენი მოსწავლეები, ამ მიმართულებით“,- აღნიშნავს პედაგოგი ხათუნი ასანიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება