| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით I კლასში, დამრიგებლის ნანა კვარაცხელიას ორგანიზებით, საინტერესო ზეიმი - „ანბანის გაცილება“ ჩატარდა.
ღონისძიება მუსიკალურად კი პედაგოგმა - ბაბილინა ბიჭიაშვილმა გააფორმა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე ძალიან სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, სადაც მოსწავლეებმა ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„სცენარის მსვლელობისას დახმარება გაგვიწია მეოთხეკლასელმა - ელენე კვარაცხელიამ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომინაციაში სამახსოვრო სიგელები მიიღეს, რამაც წარმოდგენა მეტად გაახალისა.
„სკოლა ყველა პატარას ულოცავს პირველი კლასის დამთავრებას და ბედნიერ მომავალს უსურვებს მათ“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა