სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება გარემოსდაცვით პროექტში
12-06-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და პროექტში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, ისინი ხულოს მუნიციპალიტეტში, არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში დაგეგმილ გარემოსდაცვითი სამიტის ნახევარფინალში მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გარემოსდაცვით სამიტში, „აჭარის წყლის ალიანსის“ პროგრამაში ჩართული სარეაბილიტაციო ტერიტორიებზე დაარსებული ეკოკლუბები იყვნენ ჩართულნი.

ხულოს მუნიციპალიტეტიდან ნახევარფინალურ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ - დაბა ხულოს, განახლების, ქვემო ვაშლოვანის, დიოკნისის, ძირკვაძეების, ოქრუაშვილების და ძმაგულას სკოლები.

ნახევარფინალის გამარჯვებული კი ძირკვაძეების საჯარო სკოლა გახდა. 

მუნიციპალურ ნახევარფინალებში გამარჯვებული სკოლები სამიტის ფინალურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. 

გარემოსდაცვითი სამიტი „აჭარის წყლის ალიანსის“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატის მართვის ცენტრისა და სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება