სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ექსკურსიით სამეგრელოს ესტუმრნენ
12-06-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს, ხშირად მიმართავენ, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მოტივაციითა და მაღალი ჩართულობით ამოირჩევა.

ამჯერად, მოსწავლეებმა ექსკურსია მოაწყვეს დასავლეთ საქართველოს უმშვენიერეს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარე სამეგრელოში. ექსკურსიას ხელმძღვანელობდა კლასის ხელმძღვანელი და „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძე.

როგორც პედაგოგი გვიყვება, ექსკურსიას ქონდა როგორც გართობა-დასვენების, ასევე, სასწავლო-შემეცნებითი ხასიათი.

„ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში ჩავატარეთ წინასწარი სამუშაოები, შევადგინეთ მარშრუტი მოსწავლეებს კი ჯგუფების მიხედვით დავავალე მოეძიათ ინფორმაცია და მოემზადებიათ მოკლე პრეზენტაციები. მართალია, ყველა ლოკაციაზე ვისარგებლეთ ადგილობრივი გიდის სერვისით, მაგრამ მოსწავლეებიც აკეთებდნენ საინფორმაციო მიმოხილვას. ექსკურსია დაიწყო მარტვილის მონასტრის მოლოცვით, შემდეგ ვესტუმრეთ სალხინოს ულამაზეს ალაგს, სადაც სპორტული აქტივობა ჩაატარა სპორტის მასწავლებელმა - ბუჭა იოსელიანმა. მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ისტორიული ეგრისის დედა-ქალაქის ციხე-გოჯის დათვალიერებამ. დადიანების სასახლე ზუგდიდში, თავისი მდიდრული ავეჯითა თუ ჭურჭლით, მნიშვნელოვანი მემორიალური ნივთები, ნაპოლეონის ბრინჯაოს ნიღაბი დაუვიწყარ შთაბეჭდილებად აისახა მოსწავლეთა ცნობიერებაში. კოლხეთის დაბლობიდან ავუყევით ენგურს სოფ ჯვარისაკენ, სადაც დავათვალიერეთ ენგურის თაღოვანი კაშხალი, ვნახეთ ენგურჰესის შესახებ ფილმი. მნიშვნელოვანია, რომ დაიგეგმა ექსკურსიის შემდეგი აქტივობები. შთაბეჭდილებების შესახებ წერილობითი უკუკავშირი და კედლის გაზეთის გამოშვება რომელშიც ავსახავთ დაუვიწყარი დღის ფოტომასალას.  მე, როგორც კლასის ხელმძღვანელი და საგნის მასწავლებელი, უსაზღვროდ მადლიერი ვარ, მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის, რადგან, დამეხმარნენ უფრო უკეთ მიმეღწია ჩვენი საქართველოს სტანდარტით განსაზღვრული მიზნებისათვის“, - აღნიშნავს ფიქრია გიორხელიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება