| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ტარდება.
ამჯერად, სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე თავიანთი ხელით შექმნილი ჰიდრავლიკური მანქანები წარადგინეს.
კლასის ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი - ნინა ბეთლემიძე გახლავთ.
მეშვიდეკლასელებმა სკოლაში ასევე ჰიდრავლიკური წნეხის შესახებ პრეზენტაცია მოაწყვეს.
„მაღალი იყო მოსწავლეთა მოტივაცია, უკეთესად დაინახეს პასკალის კანონის პრინციპი და დაადგინეს, რომ შესაძლებელია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლითაც მცირე მოდულის ძალით მივიღებთ დიდი მოდულის ძალას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით საინტერესოდ წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა