სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე ქართველი ვარ“ - პატრიოტული ღონისძიება ღრმაღელის საჯარო სკოლაში
09-06-2023
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებსა და თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.

გამონაკლისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეც არ ყოფილა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო, შემეცნებითი ღონისძიება მოეწყო.

„აღნიშნული ღონისძიება ამავე სკოლის მეხუთეკლასელებმა საოცრად პოზიტიური თბილი და ყველასთვის საყვარელი პედაგოგის - რუსუდან მარშანიშვილის ორგანიზებით ჩაატარეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი მუსიკასა და ხელოვნებაში, სახელწოდებით - „მე ქართველი ვარ“ - ბევრი საინტერესო და სახალისო აქტივობით წარიმართა.

„26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მომავალ თაობებს ავუხსნათ ამ დღის მნიშვნელობა..გავუღვივოთ პატრიოტული გრძნობა ..და აღვზარდოთ ისეთი ქართველები მამულს რომ ასახელებენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა გაიხსენეს საქართველოს ისტორიიდან ფაქტები - პირველი დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე.

„მოსწავლეებმა ასევე შეასრულეს ძველი და ახალი ჰიმნები. მოაწყვეს მათი დახატული სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები და დირექციის წარმომადგენლები.

„მადლობა საოცრად ნიჭიერ მე-5 კლასელებსა და მათ დამრიგებელს ავთანდილ ქერეჯოღლს... პედაგოგებს  - ქალბატონ ლილი დვალსა და ბატონ ტარიელ ჯიჯიეშვილს პროექტის ფარგლებში ბავშვებთან ჩატარებული შეხვედრებისთვის... მადლობა რუსუდან მარშანიშვილს დაუღალავი შრომისთვის კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება