სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბუნება მათემატიკის ენით გვესაუბრება“ - თელავის N5 სკოლაში საინტერესო კონფერენცია ჩატარდა
09-06-2023
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით სასკოლო კონფერენცია -  „ბუნება მათემატიკის ენით გვესაუბრება - სესია II“, გაიმართა. 

კონფერენცია 2 ივნისს, სკოლასა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო.

კონფერენციის ორგანიზატორი -  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, იმავდროულად ამავე სკოლის მასწავლებელი, მათემატიკის კათედრის გამგე - მარიამ ზაქარიაშვილი გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენცია სკოლის მათემატიკის კათედრის ინიციატივითა და სკოლის ადმინისტრაციის: სკოლის დირექტორი - ლია ლეშკაშელის და სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია თათულიშვილის მხარდაჭერით დაორგანიზდა და გააერთიანა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები - დარეჯან მარგალიტაშვილი (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი), ნინო ვაყელიშვილი (განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი) და სკოლის მასწავლებლები, სკოლის ბიბლიოთეკარი - დარეჯან ხვედაგურიძე.

კონფერენციის მუშაობა სწავლების საფეხურების შესაბამისად, სამ სექციად წარიმართა, რაც სხვადასხვა საგნობრივ სფეროებში მათემატიკის ინტეგრაციას დაეფუძნა.

მოსწავლეებმა მათემატიკის, ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო და ხელოვნების სფეროებიდან მრავალფეროვანი, ინტეგრირებული ნამუშევრები  წარმოადგინეს. (მათემატიკისა და ტექნოლოგიების მიმართულება: ლია ლეშკაშელი; მარიამ ზაქარიაშვილი; ნინო ვაყელიშვილი; ინგა ბიძინაშვილი, თინათინ გივიშვილი. ქიმიის მიმართულება: დარეჯან მარგალიტაშვილი;  ფიზიკის მიმართულება: ლალი ჩაჩხიანი; ხელოვნების მიმართულება: ია ჩაველაშვილი).

აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები.

კონფერენცია საორგანიზაციო კომიტეტის, სექციების მოდერატორების, მასწავლებლების, მოსწავლეების, დამსწრე სტუმრების მხრიდან დადებითად შეფასდა.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კონფერენციების ჩატარება ტრადიციულად გაგრძელდება. 

კონფერენციის დასასრულს, მასში მონაწილე მოსწავლეებს, მათ მენტორ მასწავლებლებს და საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს სამახსოვრო სერტიფიკატები, დიპლომები და მადლობის ფურცლები საზეიმოდ გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება