სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა და მშობელთა მონაწილეობით, სპორტული ფესტივალი გაიმართა
09-06-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით, საინტერესო სპორტული შეჯიბრებები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლის სპორტულ დარბაზში მასწავლებელთა და მშობელთა სპორტული ფესტივალი ჩატარდა 5 სახეობაში: შაშში, ნარდში, მკლავჭიდში, ბაგირის გადაძალვასა და გრეხეტბოლში.

ფესტივალში სკოლის სამი გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაკომპლექტებული იყო საგნობრივი კათედრების წევრებით, დირექციის წარმომადგენლებით, სამეურნეო დარგის მუშაკებითა და მშობლებით.

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებასა და მოწყობაში, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ლომის წვლილი მიუძღვით სპორტის პედაგოგებს - გულნარა ბზიკაძესა და ბესიკ ჯანელიძეს.

„ფესტივალის საზეიმო გახსნის შემდეგ გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ დებულებით გათვალისწინებულ სპორტის სახეობაში. თითოეულ დისციპლინაში სპორტული შეჯიბრებები საინტერესოდ და ემოციურად წარიმართა“, - გვიყვებიან სკოლაში.

შეჯიბრში გუნდები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„თითოეულმა მონაწილემ მაქსიმუმი ჩადო გამარჯვების მისაღწევად. იყო ემოციები, გამარჯვებით გამოწვეული სიხარული და ოდნავი გულისწყვეტა წაგების შემთხვევაში“,- ამბობებნ სკოლაში.

თითოეულ სახეობაში დაგროვილი ქულათა რაოდენობის ჯამით გამოვლინდა გამარჯვებული - ქართული ენისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრების გუნდი. მისი კაპიტანი: აზა ჯამბურიძე, ხოლო წევრები: ბელა სვანიძე, მაია ნიკოლაძე, გულისა ხუსკივაძე, მარინა ივანიძე, ლალი ყუფარაძე, შორენა დანელია, ნანა ლომსაძე და ნათია ბრეგაძე იყვნენ.

მე-2 ადგილი დაწყებითების კათედრამ დაიკავა.მისი კაპიტანი - გოგონა სანებლიძე, ხოლო წევრები: ნათია ჟორჟოლიანი, ქეთევან დიაკონიძე, ანა ჯანელიძე, ეკატერინე ბუღაშვილი, ცისმარი ვარდოსანიძე, მარინა მაღლაკელიძე, მზია ჯაფარიძე, ნ ათია ჯიმშელეიშვილი, თეონა მორჩიაშვილი, თინათინ კუხიანიძე არიან.

მე-3 ადგილის მფლობელი უცხო ენებისა და საზოგადოებრივ მეცნიერთა კათედრების ნაკრები გუნდი გახდა. გუნდის კაპიტანი ნინო ხუჯაძე, მისი წევრები: ირმა ბერაძე, ასმათ გაგოშიძე, სალომე საგანელიძე, ნელი სიმონიშვილი, ირმა შავგულიძე, თამარ მეზურნიშვილი, შორენა კოხრეიძე, ლალი რობაქიძე, ლარისა რუსაძე, ფატი შალამბერიძე გახლდათ.

„გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სპორტული დაწესებულებათა გაერთიანების (ხელმძღვანელი კობა ფხაკაძე) გამოყოფილი მედლებით, დიპლომებითა და თასით. ასევე გამარჯვებულ გუნდზე გამოჰყვეს მიკროავტობუსი, ხვამლის მთაზე ტურისტული ლაშქრობის მოწყობის მიზნით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების საქალაქო ღონისძიებების მართვის განყოფილების უფროსმა - მანანა მანაგაძემ, ამავე გაერთიანების თანამშრომელმა - ბაგრატ კრავიშვილმა, იმერეთის რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რეზო რობაქიძემ და ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა - ია ჩინჩალაძემ.

მან, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოების შემდეგ სამადლობელი სიტყვები არ დაიშურა მონაწილე გუნდების თითოეულ წევრისა და ფესტივალის მომსახურე მსაჯთა ბრიგადისთვის, რომლებიც სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.

მსგავსი ღონისძიებები სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდასა და სასკოლო საზოგადოების მოტივაციას ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება