სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N219 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ გაითამაშეს
08-06-2023
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მათი მონაწილეობით, სხვადასხვა ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლის სააქტო დარბაზში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნანა ქაცანაშვილმა, მე-3 კლასის მოსწავლეებთან ერთად, სპექტაკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ დადგა.

მათ სპექტაკლზე შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„მასწავლებელმა და მოსწავლეებმა თავდაუზოგავად იშრომეს, რომ ლამაზი სანახაობა წარმოედგინათ მაყურებლისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაში ასევე მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

მათი ჩართულობით, როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეიქმნა კოსტიუმები. ჩატარდა რეპეტიციები,  დამსწრე საზოგადოებისთვის სპეციალურად დამზადდა მოსაწვევი ბარათები.

„მღელვარების მიუხედავად, ბავშვებმა, თავი კარგად გაართვეს დაკისრებულ როლებს და თვალწარმტაცი სანახაობა წარმოგვიდგინეს. მადლობა ყველას გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობასა და მოტივაციას ზრდის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება