სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევძლოთ, ამ ბავშვებს უკეთესი მომავალი შევუქმნათ!“ - ბარდნალის საჯარო სკოლამ მოსწავლეებს განსაკუთრებული დღესასწაული აჩუქა
08-06-2023
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს განსაკუთრებული დღესასწაული აჩუქეს და ბავშვები სპორტულ-გასართობ აქტივობებში ჩართეს. სკოლაში „მხიარულ სტარტები“ გაიმართა, რომელშიც სასკოლო საზოგადოების სამივე რგოლის - მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით წარიმართა. 

სკოლის დირექტორმა მთვარისა ახვლედიანმა მოსწავლეებს მათი დღე თბილი სიტყვებითა და საუკეთესო სურვილებით მიულოცა, მათ კი ვინც ღონისძიების ჩატარებაში წვლილი შეიტანეს მადლობა გადაუხადა. 

„და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!“

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გილოცავთ, ჩვენო საყვარელო ბავშვებო!

გისურვებთ, ლამაზი ბავშვობის წლებსა და ბედნიერ მომავალს! მშობელთა და მასწავლებელთა გულწრფელი სიყვარული და მზრუნველობა არ მოგკლებოდეთ!

მიხარია, რომ დღეს მშობლიურმა სკოლამ ერთი საინტერესო და ხალისიანი დღე გაჩუქათ, რაც, უპირველესად, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგის, თქვენი საყვარელი ალუდა მასწავლებლის, დამსახურებაა!

სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს მას გაწეული შრომისათვის, განსაკუთრებით კი - „მხიარულ სტარტებში" სკოლის სამივე რგოლის: მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა აქტიური ჩართვისათვის!

მადლობა, ასევე, ხელოვნების მასწავლებელს, ქალბატონ ლალი კოპალიანსა და მოსწავლეთა თვითმმართველობას! ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევძლოთ, ამ ბავშვებს უკეთესი მომავალი შევუქმნათ!“,- აღნიშნა დირექტორმა მთვარისა ახვლედიანმა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება