სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლაში დათო ტურაშვილსა და რატი ამაღლობელს უმასპინძლეს
08-06-2023
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლა წიგნიერ მომავალ თაობას ზრდის. პედაგოგები, დირექტორ მთვარისა ახლვედიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს ლიტერატურის სიყვარულს ასწავლიან. შესაბამისად მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა თანამედროვე ავტორებთან - დათო ტურაშვილთან და რატი ამაღლობელთან შეხვედრა. 

„დაუვიწყარი შეხვედრა შედგა დღეს ჩვენს სკოლაში თანამედროვეობის უსაყვარლეს მწერალსა და პიროვნება დათო ტურაშვილთან, რომელიც ჩვენი, ოყურეშისა და ზუბის სკოლების უფროსკლასელებს ცაგერის მუზეუმის პროექტის -„ვეფხისტყაოსნის პოპულარიზაცია“ ფარგლებში ძალიან საინტერესოდ ესაუბრა ამ უკვდავი პოემის ავტორზე, ხელნაწერებზე, გამოცემებზე, მთარგმნელებსა და ილუსტრატორებზე“, - გვიყვებიან ბარდნალის საჯარო სკოლაში და დასძენენ, რომ შეხვედრა ძალიან გახსნილ და თავისუფალ ვითარებაში წარიმართა.

მოსწავლეები გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხზე, ასევე უსვამდნენ შეკითხვებს მწერალს, რომელიც სიამოვნებით სცემდა მათ პასუხს.

შეხვედრის შემდეგ საპატიო სტუმარმა მოსწავლე-მასწავლებლებს ავტოგრაფებიც დაურიგა. მათ კი მწერალს საჩუქრები გადასცეს და სააქტო დარბაზსა თუ სკოლის ეზოში სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

ბოლოს სასიხარულო მოულოდნელობა იყო ყველასათვის საყვარელი პოეტის - რატი ამაღლობელის სტუმრობა, რომელმაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ ცაგერის სკოლიდან წამოსულმა, შეუარა.

„ასეთი მდიდარი შთაბეჭდილებებით აღსავსე დავემშვიდობეთ საყვარელ სტუმრებს კვლავ შეხვედრის იმედით. დიდი მადლობა ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ ნატო ზაქარიაძესა და მის სამსახურს სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ასეთი ლამაზი, საინტერესო და სამახსოვრო დღეების მოწყობისათვის, რაც გონებრივ თვალსაწიერსაც უფართოებს ჩვენს მოზარდებს, წიგნის სიყვარულსაც უნერგავს მათ და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი. 

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება