სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შავღელეს საჯარო სკოლაში ეკოლოგიური პრობლემებისა და გარემოს მდგრადი განვითარების შესახებ საინტერესო შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა
08-06-2023
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მათი მონაწილეობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის, შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი გეოგრაფიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი - მედეა გათენაძე იყო.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა „ეკოლოგიური პრობლემები“, „გარემოს მდგრადი განვითარება“ განიხილეს და როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისაუბრეს, თუ როგორ უნდა აქციონ ნარჩენები „მწვანე“ ბიზნესად.

„მოსწავლეებმა ასევე ხაზგასმით წარმოაჩინეს რა ზემოქმედებას ახდენს ნარჩენები გარემოსა და ადამიანის ჯამრთელობაზე; როგორ აისახება მწვანე ბიზნესის განვითარება ქვეყნის მდგრად განვითარებაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა, ასევე ისაუბრეს მდგრადი განვითარების 17 გლობალურ მიზანზე, რომლებმაც უნდა განსაზღვროს მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტები.

მათ ღონისძიებაზე ვიდეომასალის პრეზენტაცია წარადგინეს, მოამზადეს მაკეტები, რომლის საშუალებითაც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, უფრო გასაგები გახდა თუ რატომაა საჭირო ვერტიკალური სოფლის მეურნეობის დანერგვა, განვითარება, ალტერნატიული ენერგორესურსების შექმნა.

„ბავშვებმა ასევე მოაწყეს პრობლემების კუთხე და იქვე შექმნეს სამოტივაციო გარემო იმის გასაანალიზებლად თუ როგორ შეგვიძლია ადამიანებს გეოგრაფიული გარსის შენარჩუნება“, - ამბობენ სკოლაში.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

„ღონისძიების დასასრულს მათ აღნიშნეს: მდგრადი განვითარების მიზნები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ითვალისწინებს მთავრობები თავის საქმიანობის ყველა სფეროში, თუმცა მარტო მთავრობა ვერას გახდება, თუ მას არ გაიზიარებენ მოქალაქეები ყველგან და ყველაფერში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება