სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
08-06-2023
-
+


ბათუმის N13 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეული აქტივობებით აღინიშნა. 

აქტივობები დილის 10 საათზე დაიწყო. ონლაინ ჩართვის საშუალებით, საბავშვო მწერალ - გივი ჩიღვინაძესთან შეხვედრა მოეწყო, მან II, III, IV კლასელებს სახალისო რითმოცანები და საბავშვო ლექსები წაუკითხა.

12 საათზე, სკოლის ეზო მოსწავლეებმა ფერადი ცარცებით მოხატეს, იმღერეს, იცეკვეს და ბოლოს, მშობლებმა სასეირნოდ პარკში წაიყვანეს.

13 საათზე, აჭარის ხელოვნების მუზეუმში „ზღაპრის საათი“ ჩატარდა. ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის ბიოგრაფიისა და მუზეუმის ექსპოზიციაში დაცული ნახატის - „სინანულის“ შესახებ მუზეუმის გიდმა ირა სტურუამ ისაუბრა. წიგნიდან - „აღმოსავლური ზღაპრები“, რომელიც მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის ბრწყინვალე ილუსტრაციებითაა დასურათებული, აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ინგა გოგიბერიძემ „ფერიის კაბა“ წაუკითხა პატარებს. როგორც ბათუმის N13 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი, ნატალია კეჭეხმაძე გვიყვება, ამ სასიამოვნო შეხვედრას პირველკლასელები ესწრებოდნენ.

„გილოცავთ ბავშვებო თქვენი დაცვის დღეს! გეცხოვროთ გაბრწყინებულ საქართველოში, განათლებულებსა და ამაყებს იმით, რომ საქართველოს ღირსეული შვილები ხართ“,- აღნიშნავს ნატალია კეჭეხმაძე.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება