სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ორგანიზებით, მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია გაიმართა
08-06-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი გუნდი განვითარებაზე განუწყვეტლივ ზრუნავს, ამიტომაც, დირექტორი თუ პედაგოგები სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან. 

გარდა ამისა, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობის ორგანიზატორები არიან.

ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი განვითარების საკითხთან დაკავშირებით წყალტუბოში 2023 წლის მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანი მასწავლებელთა პროფესიული ზრდა და სწავლებს ხარისხის ამაღლება იყო.
კონფერენცია ბიზნესის ეროვნული აკადემიის და სწორედ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.

მის მუშაობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 150-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა. კონფერენციას საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის გენერალური დირექტორი - მარი გეთიაშვილი და წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე ხელმძღვანელობდნენ.

კონფერენციას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წარმომადგენლები, ცნობილი ტრენერები, პედაგოგები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში მასწავლების მთავარ როლზე ისაუბრა მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ.

წარმატებულმა პედაგოგებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს და ერთმანეთს გამოცდილება სწავლების მეთოდების, პროგრამებისა და პრაქტიკული მაგალითების შესახებ გაუზიარეს.

გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის - „პატრიოტი დიასპორელის“ შესახებ ინფორმაცია გააცნო პროექტის ხელმძღვანელმა, საგანმანათლებლო ფონდის - „საქართველო ემიგრანტების“ წარმომადგენელმა საქართველოში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქეთევან კინწურაშვილმა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერს, მარიამ ჩაჩანიძეს სპეციალური ჯილდო გადასცა.

წყალტუბოში ჩასული პედაგოგები წყალტუბოს მერის ხელშეწყობით, წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაცია - „თეთრა მღვიმე“ დაათვალიერეს. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება