სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვაში გაცოცხლებული ისტორია და სამშობლოს მოდარაჯენი მანავის საჯარო სკოლიდან 
07-06-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა - აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსწავლეები, მხოლოდ საგნობრივი ცოდნის მიღებიტ არ შემოიფარგლებიან და ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ისტორიულ მოვლენებსა თუ თარიღებს გარეაქტივობებით აღნიშნავენ.

გამონაკლისი არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გახლდათ, რასაც მანავის საჯარო სკოლის მე-2 ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მ. როსტომაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ციხე-ტაძართა საგალობელი“ მიუძღვნეს.

27 მაისს, როგორც ბავშვები სოფლის ისტორიულ-კულტურულ ძეგლს - მანავის ციხეს ესტუმრნენ, სადაც გააცოცხლეს პროექტ „ჩემი სოფლის ისტორიის“ ფარგლებში მოძიებული მასალა ციხე-გალავნისა და მისი კომპლექსის შესახებ, რასაც ასევე დაურთეს, მოსახლეობაში მოძიებული ინფორმაცია სოფლის კულტურისა და ტრადიციების შესახებ.

„მისასალმებელია თავად ის ფაქტი, რომ პატარები ინტერესდებიან მსგავსი ინფორმაციით, სწავლობენ საკუთარი ქვეყნის, კუთხისა და სოფლის ტრადიციებს, ცდილობენ, მიაკვლიონ ხალხში გაბნეულ მარგალიტებს და მედიაგზავნილებად აქციონ ისინი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და საოცარი ემოციებით დატვირთულნი დაუბრუნდნენ მშობლიურ სკოლას.

„ეს მშვენიერი დღე მეორეკლასელებმა დააგვირგვინეს ქართული პოეზიის საგანძურიდან შესრულებული ლექსებით, რომლითაც კიდევ ერთხელ ხოტბა შეასხეს სამშობლოს, მის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, ქვაში გაცოცხლებულ ისტორიას“, - გვიყვებიან სკოლაში.

„შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აღსავსე დღე დიდხანს გაჰყვებათ ჩვენი ქვეყნის მომავლის მოდარაჯეთ, ჩვენს პატარებს“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება