| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N219 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, ხელმძღვანელობის მხარდამხარ, ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება; ამ მიმართულებით კოლექტივი აქტიურად მუშაობს და არაერთი საგანმანათლებლო პროექტიც წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, თბილისის N219 საჯარო სკოლაში მორიგი საგნობრივი კვირეული ჩატარდა, რომელიც მათემატიკის კათედრის მრავალფეროვანი აქტივობებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, პედაგოგებმა: შალვა ხუციშვილმა, მარიამ ტაბლიაშვილმა, ციცინო ფიფაიშვილმა, თამარ მაისურაძემ, ნონა სუხაშვილმა, ნანა ქაცანაშვილმა, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო აქტივობები ჩაატარეს.
კვირეულის გეგმა გაწერილი გახლდათ დღეების მიხედვით და 29 მაისს, გამოფენით გაიხსნა - გამოიფინა მოსწავლეთა ხელნაკეთი გეომეტრიული ფიგურები და პოსტერები.
30 მაისს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ჩაატარეს გაკვეთილები დაწყებით და საბაზო საფეხურზე.
აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში მათემატიკის საგნის სწავლის და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას.
ასევე, 1 ივნისს ჩატარდა სასწავლო კონფერენცია, მე-6, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით. მოსწავლეებმა პედაგოგების: შალვა ხუციშვილის, მარიამ ტაბლიაშვილის და ციცინო ფიფაიშვილის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია წარადგინეს ოქროს კვეთაზე, სივრცულ ფიგურებსა და პროგრამა GeoGebra- გამოყენებაზე სასწავლო პროცესში.
აღსანიშნავია, რომ დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია ჭადრაკის სასკოლო ტურნირმა, რომელშიც სამივე საფეხურის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი - 29 მაისს გაიმართა ტურნირის პირველი ტური, ხოლო 2 ივნისს მეორე ტური და ფინალური შეხვედრები.
დაწყებით საფეხურზე შიდასასკოლო ჭადრაკის ტურნირში პირველი ადგილი დავით ღვინიაშვილმა მოიპოვა, მეორე - დაჩი ცინცაძემ, მესამე კი - გიორგი მახარაძემ;
რაც შეეხება, საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, პირველი ადგილი მოიპოვა თენგიზ გიორგაძემ, მეორე - ვაკო ცინცაძემ, მესამე კი - გიორგი ოთარაშვილმა.
კვირეულში აქტიურად ჩართულ მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სიგელები.
უნდა აღინიშნოს, რომ საგნობრივი კვირეულების ჩატარებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ზრდას, რაც გამოიხატა არაფორმალურ აქტივობებში მათი ჩართულობის სიხშირით და აქტიურობით.
„მადლობა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის და მოსწავლეებს ჩართულობისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ ყველას“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა