სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N132 საჯარო სკოლაში, მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, გაკვეთილები საინტერესო სტუმრებმა ჩაატარეს
06-06-2023
-
+


თბილისის N132 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, სკოლაში გაკვეთილები დრამატურგმა, მსახიობმა, მწერალმა, პოეტმა, სატელევიზიო სახემ, სცენარისტმა -ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, მასწავლებელმა - გიორგი ლიპარიშვილმა და მწერალმა, ჟურნალისტმა, სატელევიზიო სახემ - დათო გორგილაძემ ჩაატარეს.

ინიციატივის - „კაცები ზრუნავენ" ფარგლებში, მიმდინარეობს კამპანია - boyhood initiative, რომელიც კონკრეტულად 11-13 წლის ბიჭებს მიემართება, რათა მათ ასაკობრივ კატეგორიაში ხელი შეეწყოს ძალადობრივი ქცევის პრევენციას, მხარი დაუჭიროს, თანასწორობის გაღვივებას, ემოციების სწორ გამოხატვას, ჰარმონიული გარემოს შენარჩნებას, გაჯეტებზე დამოკიდებულების შემცირებას.

კონკრეტულად ამ მიზნისთვის, ორი თვის წინ დასრულდა კვლევის წარმოება, რომელიც შექმნა ადგილობრივმა კვლევითმა ორგანიზაციამ შვედებთან თანამშრომლობით. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე გადაწყდა 11-13 წლის ასაკის ბიჭი მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ჩატარება. სწორედ აღნიშნულის ფარგლებში გაიმართა გაკვეთილები თბილისის N132 საჯარო სკოლაში. 
 
ალექსანდრე ლორთქიფანიძემ გაკვეთილი გაჯეტებთან დამოკიდებულებაზე, დათო გორგილაძემ - ბულინგსა და უთანასწორობაზე, ხოლო გიორგი ლიპარიშვილმა - ემოციების გამოხატვაზე მოამზადა. მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია გაიგეს, აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და ცოდნა გაიღრმავეს. 

„ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს საინტერესო გაკვეთილებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება