სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ თეატრალური დასის დადგმულმა სპექტაკლმა აღიარება მოიპოვა
06-06-2023
-
+


ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდას“ ნიჭიერი, შემოქმედებითი და შრომისმოყვარე მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სასკოლო საზოგადოებას სიამაყის მიზეზს ხშირად აძლევენ. 

ამჯერად, სკოლის თეატრალურმა დასმა სპექტაკლი - „ქეთო და კოტე“ დადგა. მასზე მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად მუშაობდნენ. მათმა შრომამ კი შედეგი გამოიღო და სპექტაკლმა მაყურებელთა აღფრთოვანება გამოიწვია. 

დასის წევრებმა სამსახიობო ოსტატობა გამოავლინეს, სათქმელი თითოეულ ადამიანამდე მიიტანეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათი შესრულებით სკოლაში ძალიან ამაყობენ.

„გილოცავთ დამსახურებულ აღიარებას!!! „ქეთო და კოტე“.... ყველაფერი ითქვა და დაიწერა, გვეგონა... სანამ სკოლა „გორდას“ თეატრალური დასი სპექტაკლის დადგმას ხელს მოჰკიდებდა, დიდხანს ვიორჭოფეთ, შევწვდებოდით, თუ არა...
იყო ძალიან მომხიბვლელი მომენტი- პედაგოგებისა და მოსწავლეების თანამშრომლობა, ოღონდ, არა, როგორც მოძღვრისა და შეგირდის, არამედ, როგორც პარტნიორების - ერთ სიბრტყეზე, როცა მოსწავლეები გრძნობენ, რომ პედაგოგები და ისინი ერთ „ტყავში“ ძვრებიან, როცა ერთმანეთზე ზრუნავენ, როცა თითოეულმა მათგანმა იცის - ერთმანეთის გარეშე მიზანს ვერ მიაღწევს,- იყო დამაინტრიგებელი ფაქტორი, რამაც გაგვაბედვინა...
გავბედეთ და გამოგვივიდა. მაყურებლის ტაში და შეძახილი –„ბრავო!“ იყო ამის დასტური... პრემიერის მეორე დღეს, დასის წარმატების აღსანიშნავად, სკოლა საზეიმო ხაზზე მოეწყო. სკოლის დირექციამ (ნინო და თამარ მურვანიძეები), მადლობა გადაუხადა სპექტაკლში მონაწილეებს და...როგორც „ნამდვილ ქართულ ქორწილს შეჰფერის...“ ...ტორტით გაიჭრა და ქეთოსა და კოტეს სადღეგძელოც შეისვა...
გვსურს ვისარგებლოთ მომენტით და უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს, მის განუმეორებელ ხელმძღვანელს, ქველმოქმედსა და მეცენატს, ქალბატონ თამარ მესხიძესა და მის არაჩვეულებრივ გუნდს...(სათითაოდ ჩამოთვლას გულწრფელად მოვერიდებით, ვინძლო, ვინმე არ გამოგვრჩეს და უნებლიეთ გული არ ვატკინოთ!!!).
წინ დიდი და საშური გეგმები გვაქვს განსახორციელებელი!!!
გვიყვარხართ, გვეამაყებით, გვეიმედებით“,- აღნიშნავენ „გორდაში“. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება