სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო შემოქმედებითი ღონისძიება გამართეს
06-06-2023
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, მათი საყვარელი თამარ მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება გამართეს. მათ მაყურებლის წინაშე სპექტაკლი - „მე ქალაქიდან შენ ქალაქისაკენ“ წარადგინეს. პატარა მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

მათმა ღონისძიებამ ყველას დიდი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია. 
 
„შეუძლებელია ემოციის გარეშე დავწერო ჩვენი ღონისძიების შესახებ. მეოთხე კლასის ბავშვებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ადამიანები ბეწვის ხიდზე ვდგავართ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი ბრძოლა საკუთარი თავთან ბრძოლაა. არჩევანი არც თუ ისე მარტივია... ამ ბრძოლაში კი მთავარი იარაღი სიყვარულია... ვფიქრობ, მათ ეს შეძლეს და დაგვარწმუნეს, რომ ხშირად მათგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ და შემდეგ ვასწავლოთ...  მეც მათი სურვილით მოვირგე როლი, სადაც მათი დედოფალი მასწავლებელი ვარ. მუდამ სიკეთისა და სიყვარულის გზაზე გევლოთ, ჩვენო პატარებო.
მადლობა მეათე კლასის ბავშვებს - რატი გოგიშვილსა და მაკა მახარაშვილს, აქტიური ჩართულობისათვის.
მადლობა ჩვენი სპექტაკლის მონაწილეებს - ანდრია, ლაშა, ნუკრი, დავით, დავით, მარიამ”,- წერს თამარ მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება