სიახლეები
სკოლები

თბილისის N142 სკოლის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება და მოხიბლული მაყურებელი
06-06-2023
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლის პროფესიონალი დირექტორი და პედაგოგები არამხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ, პატრიოტ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. მათი მთავარი საფიქრალი ახალგაზრდების მოტივირება და სწორი გზით განვითარებაა. 

სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება ეწყობა. ამჯერად კი, მართლაც რომ შთამბეჭდავი ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 

საზეიმოდ მორთულ გარემოში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა, მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მოეწყო სახალხო პოეტ ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა, რომელსაც მთელი სასკოლო საზოგადოება უდიდესი ოვაციებით შეხვდა. გარდა ამისა, ნახატების გამოფენა გაიმართა. სკოლაში მიწვეულ სტუმართა შორის იყო ჟურნალ „ისინდის“ რედაქტორი იკა ქადაგიძე, რომელმაც საკუთარი ლექსი წაიკითხა. 

საინტერესო და გამორჩეული აქტივობებით გაჯერებულ ღონისძიებას მოსწავლეთა და პედაგოგთა დადებითი დამოკიდებულება კიდევ უფრო ალამაზებდა. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თითოეული სტუმარი და სასკოლო საზოგადოების წევრი ღონისძიებით აღფრთოვანებას ვერ მალავდა, მათ სკოლა დადებითი შთაბეჭდილებებით დატვირთულებმა დატოვეს. 

აღნიშნულ აქტივობებზე ჟურნალ „ისინდის“ რედაქტორმა იკა ქადაგიძემაც დაწერა, ის სკოლის დირექტორს - ეკატერინე ენდელაძეს მადლობას უხდის და ემოციებს სხვებსაც უზიარებს, რასაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ. 

„კიდევ ერთი ღირსსახსოვარი, შინაარსიანი შეხვედრა, როდესაც ძვირფას კოლეგებთან ერთად ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჩვენი ჯანსაღი ახალთაობელების ნიჭიერებით მოვიხიბლე. დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ, საიმედო მხარდამჭერს, მშვენიერ პოეტსა და პედაგოგს - მაყვალა გერმანოზაშვილს, რომელმაც თავის მშობლიურ სკოლაში სულითა და გულით მიგვიწვია და შესანიშნავ ზეიმში მონაწილეობით თაობათა ხიდი ბუნებრივად გაამთლიანა.
დიდი მადლობა 142-ე სკოლის დირექტორს, პროექტის ხელმძღვანელს - ლეილა საურს მრავალფეროვანი პროგრამისათვის, ბავშვებმა არაჩვეულებრივად რომ წარმოადგინეს. ძალზე სასიხარულო იყო ჩვენს სახალხო პოეტ ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა, მქუხარე ოვაციებით რომ შეეგებნენ. ახალგაზრდა, თუმცა უკვე ცნობილი შემოქმედის ლიზი ბუდაღაშვილისა და ღვაწლმოსილი პედაგობების მოსმენა. ცალკე მადლობა ახალგაზრდა, თუმცა უკვე წარმატებული მწერლის, დიანა მეტონიძის მოწვევისათვის, რომლის ისტორიულ რომანზე საგანგებო ყურადღება გამახვილდა. სასიამოვნო იყო გამორჩეული ხელწერის მქონე მხატვრის, ელენე ელყანიშვილის ნახატებით მორთული დარბაზი. რამდენიმე წლის წინ ელენეს ნამუშევრები ჩვენს ყველაზე მებრძოლ, ეროვნულ ჟურნალ „ისინდში" გამოქვეყნდა. გული სიამით ამევსო, როდესაც ახალთაობელებმა ჩემი ლექსი - „საქართველი“ მქუხარე ტაშით მიიღეს, რაც მოწმობს, რომ ეროვნული მუხტი უკვდავია, მას მუდამ სათანადო განმტკიცება ესაჭიროება და ესოდენ საპასუხისმგებლო საქმეს 142-ე სკოლის არაჩვეულებრივი კოლექტივი შესაფერისად უძღვება.
საზეიმო გარემო, მრავალფეროვანი ღონისძიება, მოაზროვნე ახალთაობელების მონდომება, ნიჭი და აქტიურობა ჩვენი მრავალჭირგამოვლილი სამშობლოს ბალავარია, რომელსაც გაღრმავება და გაფრთხილება ესაჭიროება. შესანიშნავი მეორე განყოფილება, ვარდებით დამშვენებული სკოლის საამო ეზო და რაც მთავარია, გულითადი მასპინძლები, მოწვეულ სტუმრებს გულწრფელი პატივისცემითა და ძალდაუტანებელი კეთილგანწყობით რომ გვეპყრობოდნენ. გაგების ხიდი ცოცხალ შეხვედრებს განუმეორებელ ელფერს ანიჭებს და როდესაც არც თუ სახარბიელო განათლების სისტემის პირობებში გულისხმიერი პედაგოგების მართებულ არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აკისრია, მუხლჩაუხრელი შრომა უცილობლად სასიკეთო ნაყოფს გამოიღებს.
მიხარია, რომ 142-ე სკოლის შეწყობილი კოლექტივი სწორედ ამ დადებითი მუხტის მატარებელია, რაც აღსაზრდელებს ასე ძალუმად დასტყობიათ. სწორედ ამიტომ იყო ეს შეხვედრა ლამაზი, შინაარსიანი და დასამახსოვრებელი.
ჩვენს უნიჭიერეს ბავშვებს ეროვნული საყრდენი, სწორი განვითარება და ხელშეწყობა დაბედებოდეთ მზრუნველი პედაგოგების ხელში. რაც მთავარია, ამის ნათელ მაგალითს შევესწარით.
ბევრი რამ ითქვა საგულისხმო, თბილი, დამაფიქრებელი. ყველა თაობის თანხმიერი კავშირი განსაზღვრავს ჯანსაღი ქვეყნის სიძლიერეს.
ა, კიდევ, ჩვენ ხელცარიელი არ მივსულვართ ბავშვებთან და არც კოლეგებთან და ვიმედოვნებ, ქართული ერთსულოვნების მუხტი მეტად განმტკიცდება და ქვეყნის საკეთილდღეოდ სასურველ შედეგს აუცილებლად მოვიმკით, ვინაიდან ძალა ერთობაშია“,- წერს ჟურნალ „ისინდის“ რედაქტორი იკა ქადაგიძე. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ცნობილია, რამდენი პირველკლასელი ეყოლებათ სკოლებს 2025-2026 სასწავლო წელს

სად ითვლება მასწავლებლისთვის ყვავილების ჩუქება ცუდ ტონად - რა ტრადიციები აქვთ სწავლის პირველ დღეს სხვადასხვა ქვეყნებში 

საჯარო სკოლების სრული სია, რომელთა ავტორიზაციის საკითხი 20 სექტემბრამდე განიხილება

დამტკიცებული მოსწავლის პირადი საქმის ფორმა - ინფორმაცია დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, რომ გაიცნონ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურა
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება