სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალთბილის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს შემეცნებით-გასართობი აქტივობები მიეძღვნა
06-06-2023
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამასთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

შემეცნებითი და გასართობი აქტივობები მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მონაწილეობით გაიმართა. 

მოეწყო - „მხიარული სტარტები“, ვიქტორინა, გარდა ამისა, მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს და ნახატებით თავიანთი სიხარული და ემოციები გადმოსცეს. მოსწავლეებმა დრო სასოამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარეს. 

მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე სკოლის დირექტორმა მიულოცა. ადმინისტრაციამ და თანამშრომლებმა კი პატარებს სასიამოვნო სიურპრიზი  გაუკეთეს. ამ დღემ სკოლაში მხიარულად ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება