| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით საჯარო სკოლებში ტარდება „მოძღვრის საათი“, რაც გულისხმობს შემეცნებით-საგანმანათლებლო საუბრებს რელიგიაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე. ახლახანს, შეხვედრა გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში.
ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 წლის და დაბადებიდან 90 წლისთავს.
პროექტს ორგანიზებას უწევს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრი, ხოლო მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
შეხვედრას დაესწრო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფიფია.
შეხვედრას უძღვებოდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სოფელ ლიის წმინდა გიორგის ტაძარის წინამძღვარი დეკანიზი გალაქტიონ ფიფია.
როგორც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრში აცხადებენ, სამოქმედო პროგრამა ემყარება საქართველოს განათლების სისტემის ეროვნულ სასწავლო გეგმას, საქართველოს კანონმდებლობას, ბავშვთა უფლებების კონვენციას და სხვა სამოქალაქო აქტებს.
მუშაობის მიზანია:
ა) ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითი უნარების, ქრისტიანული, ეროვნული და საკაცობრიო იდეალების განვითარება;
ბ) ტექნოლოგიური და ინტელექტუალური ინფორმციის კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბება;
გ) ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება;
დ) თავისუფალი და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ყოველკვირეული შეხვედრა მუნიციპალიტეტში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებიში.
იხილეთ ფოტოები:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში