სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი ქვეყნის ბიომრავალფეროვნება“ - ჩხორიის საჯარო სკოლის პედაგოგმა ლულა ხვიჩავამ, თუქ კოლეგასთან ერთად, საინტერესო საერთაშორისო პროექტი განახორციელა
05-06-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში, eTwinning - ის პროექტი - „ჩემი ქვეყნის ბიომრავალფეროვნება“ განხორციელდა.

პროექტის დამფუძნებელი პედაგოგი ლულა ხვიჩავა, და თანაავტორი -თურქი მასწავლებელი მერიემ სევინჯი გახლდათ.

პროექტში მონაწილე ქვეყნები: საქართველო, თურქეთი, იორდანია, უკრაინა იყო. მის მიზანს კი წარმოადგენდა, ადამიანების ცხოვრებაში ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისა და როლის გაცნობიერება, საკუთარი ქვეყნის გადაშენებული, დაუცველი და გადაშენების პირას მყოფი ფლორისა და ფაუნის შესწავლა და პროექტში მონაწილე სხვა რეგიონებისა და ქვეყნების მოსწავლეებისთვის მისი გაზიარება და საფრთხის თავიდან აცილების გზების ძიება, ეკოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.

პროექტის ფარგლებში შედგა პირველი ონლაინ შეხვედრა პროექტში მონაწილე სკოლების მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან.

შეხვედრაზე გადანაწილდა ფუნქციები ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით. აღინიშნა ინტერნეტ უსაფრთხოების, დედამიწისა და eTwinning-ის დღეები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში შეიქმნა:

  •  ინტერნაციონალური გუნდი;
  • პროექტის რუქა Pictra map-ში;
  • ჩატარდა მოსწავლეთა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია, სადაც მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შესახებ საინტერესო ინფორმაციები;
  • შეიქმნა პროექტის ლოგოები და მათგან საუკეთესო შეირჩა;
  • შედგა ერთობლივი ონლაინ თამაში - „კაჰუტი“ მდგრადი განვითარების მიზნებზე;
  • შეიქმნა კოლაბორაციული წიგნი Bookcreator - ში თემაზე - „ჩემი ქვეყნის წითელ წიგნში შეტანილი სახეობები / ფლორა და ფაუნა“.
  • Story jumper-ში დამზადდა კოლაბორაციული წიგნი თემაზე - „მე რომ ყვავილი ვიყო“.
  • Answergarden-ში აიგო ასოციაციური რუკა სიტყვა ბიომრავალფეროვნებაზე.

მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა სკოლაში, ისინი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის შედეგად შედგა კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებთან.

„დავუმეგობრდით ევროპელ მასწავლებლებს, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი იდეები და გამოცდილებები.პროექტმა ხელი შეუწყო სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებას და უფრო ინოვაციური გახადა ის. შევთანხმდით მომავალშიც ერთად დავგეგმოთ საგანმანათლებლო პროექტი საინტერესო თემაზე“, - აღნიშნავენ სკოალში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება