| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები აღნიშნულ დავალებებს ხალისითა და ინტერესით ასრულებენ, რაც მათი ცოდნის ხარისხზე დადებითად აისახება.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის გაკვეთილზე, საგნის მასწავლებლის ნატო შათირიშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს.
მოსწავლეებმა „ავტოტროფული“ და „ჰეტეროტროფული“ ორგანიზმები დაყვეს, მათ შესახებ ისაუბრეს და კედლის გაზეთი გააკეთეს.
მოსწავლეებმა ასევე თემატური ნამუშევრები - ნახატები შექმნეს. მათ ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობაში მეშვიდეკლასელები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დავალებები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა