სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალისო აქტივობები მოეწყო
02-06-2023
-
+


სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში ბავშვთა საერთაშორისო დღე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო და სახალისო აქტივობები გაიმართა, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

მათ სკოლის ეზო ხალისით მოხატეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ბავშვებმა ასევე აღნიშნული დღის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა კიდევ უფრო აიმაღლეს.

სასკოლო საზოგადოებამ კი მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დიდი სიყვარულით მიულოცა.

„ჩვენს პლანეტაზე ყველაზე გულწრფელი, ყველაზე მზიანი ხალხი ბავშვების ძვირფასი თაობაა. ბავშვები არიან ჩვენი მომავალი, ჩვენი ცხოვრების აზრი და ჩვენი ბედნიერება. ბავშვების ღიმილი, ალბათ, ყველაზე კარგი რამაა რაც თვალს ახარებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება