| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლაში, მუსიკის პედაგოგ ე. მეშველიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა ღონისძიება თემაზე - „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“.
მოსწავლეებმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მნიშვნელობასა და ამ დღის შესახებ ისაუბრეს.
მათ ამ დღესთან დაკავშირებით, ისტორიული ფაქტები გაიხსენეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
მოსწავლეებმა ასევე თემატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შესანიშნავად წაიკითხეს და პატრიოტული სულისკვეთება ასე გამოხატეს.
აქიტოვბაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
„მომავალი მაშინ მოჩანს, როცა აწმყოც ჩვენია! ყველას გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს- საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა