| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო პროექტები და აქტივობები ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებული პროექტების სასკოლო კვირეული - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო თემში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს და საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან პრეზენტაციაზე მათ აფხაზეთის ღირსშესანიშნავი ადგილების, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ ისაუბრეს.
მათ ასევე თემატური ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„კვირეული ძალიან საინტერესოდ წარიმართა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის მიზანი იყო აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა