| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით და ნაყოფიერად დაასრულეს. ამაში კი ლომის წილი პედაგოგებს მიუძღვით, რომლებიც ბავშვებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზეც აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, მასწავლებელის - ნანა გიორგაძის ჩატარებული მათემატიკის შთამბეჭდავი გაკვეთილი.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოკუჩავა, დაწყებითების მასწავლებლები - ნათია აბურჯანია და ირმა მაკალათია, ასევე, სპეცმასწავლებელი - ლუდმილა ჟვანია და მშობლები.
გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო. მასწავლებელმა გამოიყენა სხვადასხვა აქტივობები და ამით ხელი შეუწყო მოსწავლეებში მათი ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას. აქტივობებში კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. შეაჯამეს განვლილი სასწავლო წელი და მომავლის უკეთესი მოლოდინებით დაემშვიდობნენ პირველ კლასს.
სკოლის დირექცია და მშობლები მადლობას უხდიან ნანა მასწავლებელს გაწეული ამაგისათვის და წარმატებებს უსურვებენ თავის მოსწავლეებთან ერთად.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა