| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა ხულოს საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი - „ერთმანეთისთვის“, განხორციელდა.
პროექტი, სამოქალაქო განათლების კლუბის -„ფენიქსი“ და ეკოკლუბის - „ბუნების მეგობრები“, წევრებმა ჩაატარეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი თემში მცხოვრები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება იყო.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული იყო ყველა კლასი.
ბავშვებმა, მოხალისეობრივად შეიძინეს პირველადი გამოყენების სასურსათო პროდუქტები და ოჯახებს გადასცეს საჩუქრად. ასევე, რაიონში არსებულმა სასურსათო მაღაზიებმა გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სურვილისამებრ აღნიშნულ პროექტში ჩაერთნენ.
პროექტი ერთ-ერთი აქტივობა იყო საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც კლუბების მონაწილეები და მე-2 კლასის მოსწავლეები დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ კონცერტზე პატარებმა, ლექსები და პიესები წარადგინეს, ასევე უფროსებთან ერთად მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
სასკოლო საზოგადოებამ, საქმიანობის პოპულარიზაციისა მიზნით, კონცერტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და განცხადებები სკოლასა და დაბის ქუჩებში გააკრა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონცერტს 40-მდე მაყურებელი ესწრებოდა და მეორე კლასის მშობლები კი, აქტივობით გამოირჩეოდნენ.
ასევე ღონისძიებას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნადიმ ვასაძე და სკოლის 1997-98 წლის კურსდამთავრებული ამილონა დეკანაძე ესწრებოდნენ.
კურსდამთავრებულმა, კლასის სახელით, საქველმოქმედო კამპანიისთვის სკოლას 250 ლარი გადასცა.
განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური იყო კონცერტზე შემოსული თანხის გამოცხადება, რომელიც საერთო ჯამში 750 ლარს შეადგენდა.
„არასოდეს გადადოთ სიკეთის კეთება ხვალისთვის, ხვალ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს“ - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.
კლუბის მეურვე პედაგოგი მზია აბულაძე, მადლობას უხდის ყველა მონაწილეს დაუღალავი აქტიურობისა და შრომისათვის. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი ადგილობრივმა ტელევიზიამ გააშუქა.
„უღრმესი მადლობა, თითოეულ ადამიანს გაღებული გროშისა და გულწრფელი სიკეთისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა