| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობით აღინიშნა.
მოსწავლეებმა, სკოლის ეზო ფერადი ბუშტებით მორთეს, ასფალტი მრავალფეროვნად მოხატეს და ერთმანეთს ეს დღე დიდი ხალისითა და სიყვარულით მიულოცეს.
ბავშებმა, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მისი დაარსების ისტორია გაიხსენეს და ამ კუთხით ცნობიერება აიმაღლეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ემოციების გამოხატვას, მათში შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა
„სრულიად საქართველოს, ვულოცავთ ბავშვთა დაცვის დღესა და ნინოობას. წმინდა ნინო ფარავდეს თქვენს სავალ გზას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა