| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.
მათთვის, ღია ცის ქვეშ საინტერესო ღონისძიება მოეწყო, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ნასწავლი გაიხსენეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო ხალისიანად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
დღე ბავშვებისთვის ემოციური, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
მათ სასწავლო წლის დასრულება დირექციამ და დირექტორმა - მზია ჟვანიამ მიულოცა.
„გილოცავთ საყვარელო პირველკლასელებო! ძვირფასო მშობლებო და პედაგოგებო! ნაყოფიერი და წარმატებული პირველი სასწავლო წლისთვის გულისხმიერი მადლობა კლასის კრეატიულ, მეგობრულ, თბილ და საყვარელ დამრიგებელ ფატმან ტყებუჩავას! გმადლობთ საგნის პედაგოგებო და მშობლებო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეთათვის მსგავსი ღონისძიებები მოტივაციის მიმცემია.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა