სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
31-05-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში ეროვნულ დღესასწაულები აქტიურად აღინიშნება. მოსწავლეები სკოლაში, მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობებს აწყობენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი მონდომებითა და სულისკვეთებით აღნიშნეს.

ღონისძიებაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - ნინო ქამადაძე, მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მათ ასევე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კედევ ერთხელ გაიაზრეს ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და ფასი.

„ბავშვებმა მოსახლეობას შემოქმედებითი ნომრებით, დადგმებით, ცეკვითა და სიმღერებით მიულოცეს დამოუკიდებლობის დღე, დღე რომლის წყალობითაც უკვე 105 წელია ქართველ ერს „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება