სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს დღე ჩვენია“- პირველი მაისის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
31-05-2023
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის გამორჩეული აქტივობებით აღინიშნება. 

რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში პროექტი თემაზე - „ეს დღე ჩვენია“ განხორციელდა. 

აღნიშნული პროექტის მიზანი 1918 წლიდან 1991 წლამდე მნიშვნელოვანი თარიღების გახსენება იყო. ასევე, მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებისა და პატრიოტიზმის ხელშეწყობა იყო.

მასში დაწყებითი კლასისა და საბაზო საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ, რომლებმაც მათთვის სასურველი სხვადასხვა სახის აქტივობა შეასრულეს. მათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მნიშვნელობისა და ამ დღის შესახებ ისაუბრეს.  

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. პროექტი მასწავლებელ მელანო შავლიძის ჩართულობით გაიმართა. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება