| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის IXა კლასში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა.
კლასის დამრიგებელი დარეჯან ჯიშკარიანი, ხოლო საგნის მასწავლებელი თამარ გრიგოლია გახლავთ.
დავალების პირობა, ძალიან საინტერესო იყო და შემდეგ საკითხებს მოიცავდა: „წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს არქიფო სეთური საირმის ტყიდან გაქრა. რა მოჰყვებოდა ამ ამბავს არქიფოს დასახლებაში? რა რეაქცია ექნებოდათ და როგორ მოიქცეოდნენ მოსე ზამთარაძის პერსონაჟები?“
მოსწავლეებმა დავალებას თავი შესანიშნავად გაართვეს.
მათ წამყვანების, ჟურნალისტებისა და თავად ნაწარმოების მოქმედი პერსონაჟების (ასინეთა, კაკოია თაბაგარი, სპირიდონა სულანჯია…) როლი მოირგეს.
„მოსწავლეებმა ასევე, ჩაწერეს სხვადასხვა სახის სიუჟეტები და პროდუქტის სახით წარმოადგინეს ვიდეორეპორტაჟი - „ახალი ამბები საირმის ტყიდან მე-9ა TV მოსწავლეებთან ერთად“, - გვიყვებიან სკოლაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვები, თითოეული პერსონაჟის რეაქციის ჩვენებისას, შეეცადნენ გაეთვალისწინებინათ პერსონაჟის ხასიათი და მეტყველების სტილი „მოსე ზამთარაძის ნაამბობიდან“.
მათ ცოდნა და შემოქმედები შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„საგაკვეთილო პროცესს ესწრებოდა დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, რომელმაც დადებითი შეფასებები არ დაიშურა მოსწავლეთა მიმართ“, - გივყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა