სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი უნივერსიტეტში
30-05-2023
-
+


თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად მიმდინარეობს.

ამჯერად, ქიმია-ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი მაია ხარაძე, სკოლაში მიმდინარე პროექტის - „ღვინის ხარისხის კონტროლის“ ფარგლებში, სკოლაში მოქმედ ეკოკლუბ - Green Group-ის წევრ მოსწავლეებთან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტსა და დასავლეთ საქართველოს ქრომატოგრაფიის ცენტრში იმყოფებოდა. 

სასწავლო ვიზიტის მიმდინარეობაში ყველა მონდომებითა და განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთო. ისინი უნივერსიტეტში გამართულ „ქიმიკოსთა საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. აღნიშული ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები, ქიმიის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებულ - „ქიმიის სახალისო ექსპერიმენტებს“ დაესწრნენ.

მათ ქიმიური მოვლენებისა და რეაქციაზე მოქმედი ფაქტორების საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტები იხილეს, აღმოაჩინის ქიმიის ახალი სრულიად განსხვავებული სამყარო.

გარდა ამისა, დაათვალიერეს უნივერსიტთან არსებული დასავლეთ საქართველოს ქრომატოგრაფიული ცენტრი. უნივერსიტეტის პროფესორმა ალეკო კალანდიამ  და ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ვანიძემ თავისუფალი ლექცია ქიმიის თანამედროვე გამოწვევებსა და მიმდინარე ქიმიურ კვლევებზე, მათ შორის ვაზისა და ღვინის მიმართულებით, ჩაატარეს.

მოსწავლეებმა ნახეს ღვინის სტანდარტული ანალიზების: ალკოჰოლისა და  აქტიური მჟავიანობის -  pH-ს განსაზღვრის პროცესი ღვინოში.

ვიზიტმა ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება