სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ხულოს საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია სამოქალაქო განათლების კლუბისა და ეკოკლუბის წევრებმა დაასუფთავეს 
30-05-2023
-
+


დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები გარემოს დაცვაზე აქტიურად ზრუნავენ. 

როგორც სკოლაში ამბობენ, სამოქალაქო განათლების კლუბის - „ფენიქსი“ და ეკოკლუბის - „ბუნების მეგობრები“ (მეურვე მასწავლებელი: მ. აბულაძე) მოხალისე აქტივისტები სახლში უქმე დღესაც არ ჩერდებიან. 

ბიომრავალფეროვნების კვირეულის ფარგლებში, აღნიშნული კლუბის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქტივობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. რაც მთავარია, მათ გარემოს დასუფთავებაში წვლილი შეიტანეს. ამისთვის კი, სკოლაში მადლობას უხდიან.

„მადლობა, მათ ასეთი შემართებისთვის! მადლობა, რომ გააზრებული აქვთ ის, რაზეც შემდეგზე მოგახსენებთ: როგორც ვიცით, ბუნება პასუხობს ადამიანების წინაშე მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს. ის ასუფთავებს ჰაერს, რომელსაც ვსუნთქავთ, ასუფთავებს წყალს, რომელსაც ვსვამთ და წარმოქმნის მრავალფეროვან საკვებს, რომელიც გვჭირდება ჯანსაღი ცხოვრებისთვისა და დაავადებებთან გასამკლავებლად. ბუნება ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირებას ნახშირბადის შეწოვით და ჰაერის დაბინძურების შემცირებით.
ბუნების სიკეთეები მართლაც უთვალავია, თუმცა, ეს ყველაფერი ვერ იქნება ამგვარად, თუ არ იარსება ბიომრავალფეროვნებამ. ბიომრავალფეროვნება ერთგვარი ჯაჭვია, რომელშიც ყველა ცოცხალი ორგანიზმი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ადამიანიც სწორედ ამ ბუნებრივი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილია. როდესაც ამ ჯაჭვის ერთი შემადგენელი კომპონენტი იცვლება, იცვლება სხვა კომპონენტების არსებობაც. ამიტომაც საჭიროა, რომ ეს ჯაჭვი არ დაირღვეს და ბუნებამ კვლავაც გააგრძელოს ჩვენ სასარგებლოდ ფუნქციონირება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება