სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისში“ ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა
16-05-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, ინტელექტუალური შეჯიბრებები და კონკურსები იმართება.

ამჯერად, სკოლაში ხელოვნების პედაგოგ ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით, ინტელექტუალური კონკურსი - „რა? სად? როდის?“ ორ ეტაპად ჩატარდა, რომელიც ხელოვნების ისტორიის საკითხებს მოიცავდა.

„საბაზო საფეხურის სტანდარტის მიხედვით, ხელოვნების სწავლების მიზანია, მოსწავლეს აღუძრას ხელოვნების ნაწარმოებთან „ურთიერთობის“ სურვილი, უბიძგოს აზროვნებისაკენ, შემოქმედებითი აქტივობისაკენ. ასევე მოსწავლეს მისცეს ცოდნა ხელოვნების ისტორიის სფეროში, რათა მან შეძლოს ხელოვნების ნაწარმოების აღქმა, აღძრული ემოციების და შთაბეჭდილებების გაანალიზება, საკუთარი აზრის გამომუშავება და მკაფიოდ ჩამოყალიბება - სწორედ ამ მიზნით ჩატარდა აღნიშნული კონკურსი სკოლაში“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პირველი ტური 11 აპრილს ტესტირების სახით ჩატარდა, რომელშიც 28 მოსწავლე მონაწილეობდა.

თითოეული კლასიდან გამოვლინდა 5-5 გამარჯვებული.

IX კლასის გუნდის - „არტ_21“ წევრები: ანასტასია ჟუღელი (კაპიტანი), ანასტასია ჯაფარიძე, ნიკა ცხადაძე, ელენე მელაძე, ანი კობერიძე იყვნენ.

IX კლასის გუნდში - „კვადროჩენტო“ კი ირიცხებიან: ანზორ მაღლაკელიძე (კაპიტანი), ბექა ფერაძე, ნია ცერცვაძე, საბა ბახტაძე და დავით კუპატაძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსის მე-2 ეტაპი 11 მაისს გაიმართა და შემდეგ საკითხებს მოიცავდა:

1. ხელოვნების ნიმუშის მიხედვით ამოიცანით მიმდინარეობები;

2. მოცემული ფრაგმენტის მიხედვით ამოიცანით მოქანდაკე, მხატვარი;

3. დაალაგე ქრონოლოგიურად ერთი მხატვრის შემოქმედება;

4. ბავშვობის ფოტოს მიხედვით ამოიცანით მხატვარი;

5. ეკრანიზაცია;

6. ფინალური კითხვები;

7. რა დევს შავ ყუთში?

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ სკოლის დირექტორი - ქეთევან ედიბერიძე, სკოლის ფსიქოლოგი მარიამ წერეთელი და მე-11 კლასის მოსწავლე - თამარ კაპანაძე.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით, რომლებიც მათ ნანა გიორგაძემ გადასცა, სკოლის ბიბლიოთეკარმა თამარ გვალიამ, საკუთარი პრიზი ბლიც შეკითხვებში გამარჯვებულ მონაწილეს უსახსოვრა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თამაში სასიამოვნო ემოციებით დატვირთულ შემოქმედებით გარემოში წარიმართა და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.

„ინტელექტუალური თამაშები თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო გასართობია, რომელიც ხელს უწყობს მეხსიერების განვითარებას და პოტენციური შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში ჩატარებული კონკურსს ადგილობრივმა ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება